მე ვარ სიცოცხლე
მე ვარ სიცოცხლე
„მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვად ჰქონდეთ“ (იოანეს სახარება 10:10)
რა არის სიცოცხლე? მხოლოდ მატერიის ფიზიკური არსებობა თუ რაღაც უფრო მეტი? თუ ვიპოვით პასუხს ამ კითხვაზე, შევძლებთ ზუსტად განვსაზღვროთ ჩვენი პრიორიტეტები. თუ სული უკვდავია, ხოლო სიცოცხლე სხეულში მხოლოდ 70-80 წელს გრძელდება, შესაძლოა, უკვე ღირს, დავფიქრდეთ, სად გავატარებთ მარადისობას?
ბიბლია ამბობს: „. . . ღმერთმა მოგვანიჭა საუკუნო სიცოცხლე და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (1იოანეს წერილი 5:11); და კიდევ „ვისაც ძე ჰყავს, სიცოცხლე აქვს; ვისაც ძე ღვთისა არა ჰყავს, სიცოცხლეც არა აქვს“ (1იოანეს წერილი 5:12). მოციქულ იოანეს მეშვეობით ღმერთი გვიხსნის, რომ ნამდვილი სიცოცხლე შესაძლებელი მხოლოდ იესო ქრისტესთანაა. და თუ ჩვენს ცხოვრებას დედამიწაზე სწორ საფუძველზე ავაშენებთ, ჩვენ ნამდვილად არ დავრჩებით იმედგაცრუებული არც აქ და არც მარადისობაში.