„ მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს“
„ მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს“
„ მე ვარ კარი: ვინც ჩემით შედის, ჰპოვებს ხსნას, და შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს“ (იოანეს სახარება 10:9).
თითოეული კარის დანიშნულებაა – დაუბრკოლებლად შევაღწიოთ ჩაკეტილ სივრცეში. კარს არ აყენებენ თავისთვის, იგი საჭიროა იქ, სადაც კედლები ან გარკვეული შემოფარგლული სივრცეა, რათა შემსვლელებს კანონიერი და თავისუფალი შეღწევის საშუალება მიეცეთ. ცოდვით დაცემამდე ღმერთსა და ადამიანს შორის არ იყო არანაირი ზღუდე და კედელი. ადამიანს თავისუფლად შეეძლო ერთობა ჰქონოდა თავის შემოქმედთან. იესო ქრისტე დედამიწაზე ერთი მიზნით მოვიდა – აღადგინოს ეს შეწყვეტილი ერთობა. ის, და მხოლოდ ის, არის კარი, რომლის მეშვეობითაც ყოველ ადამიანს შეუძლია დღესვე აღადგინოს თავისი ურთიერთობები მამა ღმერთთან, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული სამყაროს შექმნისას. არასწორია აზრი, რომ ქრისტე – ღმერთთან მიმავალი მხოლოდ ერთ-ერთი კარია. გოლგოთის ჯვარზე თავისი სიკვდილით მან გაარღვია ცოდვის სულიერი კედელი და გახდა ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის. ამიტომაც შეაფასე მის მიერ გაღებული მსხვერპლი და მიეახლე ღმერთს.