„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“

„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“

„მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (იოანეს სახარება 15:5).
ვაზი, ლერწები, მევენახე – კიდევ ერთი სურათია, რომელსაც იყენებს ღვთის ძე, როდესაც გვიხსნის საკუთარ თავს.
აუცილებელი არ არის აგრონომობა, რომ დაინახო აქ ურთიერთკავშირი. ლერწები ვერ იარსებებენ ვაზის გარეშე, რომლისგანაც იღებენ სასიცოცხლო წვენს. ისინი მასთან განუყრელად უნდა იყვნენ დაკავშირებულნი, რათა იცოცხლონ და მოიტანონ ნაყოფი. ამრიგად, თავად ლერწების არსებობა და მათი ფასეულობა დამოკიდებულია ვაზთან კავშირზე. მევენახე კი ზრუნავს ვენახზე, ჭრის ყოველივეს, რაც ზედმეტია და საშუალებას აძლევს ჯანსაღ ლერწებს იზარდონ და განვითარდნენ. სხვა სიტყვებით, ადამიანი, რომელსაც პირადი ურთიერთობები არა აქვს ღმერთთან, ვერ იქნება ქრისტიანი, თუნდაც ასე უწოდებდეს საკუთარ თავს. ქრისტიანობა ქრისტეს გარეშე – მხოლოდ რელიგიაა. უფალთან ცოცხალი კავშირის გარეშე შეუძლებელია მივიღოთ ღვთაებრივი ძალა სულიერი ცხოვრებისა და ნაყოფის მოტანისათვის. ვართ თუ არა უწყვეტ ერთობაში ჩვენს ზეციერ მამასთან, თუ მხოლოდ მაშინ მივმართავთ მას, როცა უძლურებასა და უმწეობას ვგრძნობთ?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.