მე ვარ მწყემსი კეთილი

მე ვარ მწყემსი კეთილი

„მე ვარ მწყემსი კეთილი. მწყემსი კეთილი თავის სულს გასწირავს ცხვრებისთვის“ (იოანეს სახარება 10:11).
ბევრისთვისაა ცნობილი ისრაელის მეფის, დავითის მიერ შექმნილი 22-ე ფსალმუნი, რომელიც იწყება სიტყვებით: „უფალი – ჩემი მწყემსია… “ ჭაბუკობაში დავითი თავად იყო მწყემსი და მამის ფარას მწყემსავდა. ამ ფსალმუნში იგი უგალობს ღმერთს, ყველაზე ყურადღებიან და მზრუნველ მწყემსს. ამ მწყემსს თავისი ცხვრები ხასხასა მოლზე და ანკარა წყაროებზე დაჰყავს. იგი იცავს მათ, არ ტოვებს გასაჭირში და თუ საფრთხე მოვა, დაიფარავს მათ.
უფრო სრულად, ამ სურათს იესო დაკარგული ცხვრისა და კეთილი მწყემსის იგავში ხსნის; მწყემსისა, რომელმაც დატოვა 99 ცხვარი, რათა ეპოვა ერთი დაკარგული. ქრისტე ამბობს, რომ იგი გახდა ჩვენი კეთილი მწყემსი, რადგან მხოლოდ „მწყემსი კეთილი ‘გასწირავს’ თავის სულს ცხვრებისთვის.“ და მან დაამტკიცა ეს, როცა თავისი ნებით ავიდა გოლგოთის ჯვარზე, რათა მომკვდარიყო და ჩვენთვის მოეცა შესაძლებლობა, გვქონოდა სახელი და ვყოფილიყავით ღვთის შვილები. მხოლოდ ის არის აუცილებელი გვესმოდეს მისი ხმა და მივყვებოდეთ მას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.