მე ვარ ალფა და ომეგა

მე ვარ ალფა და ომეგა

“მე ვარ ალფა და ომეგა, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.” გამოცხადება 1:8

ალფა და ომეგა – ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია. ქრისტე ამბობს, რომ იგი იყო სამყაროს შექმნამდე. იგი იქნება მერეც, როცა ჩვენი მსოფლიო დაასრულებს თავის არსებობას. ადამიანებს ხშირად აძრწუნებს ის, რაც ჩვენს პლანეტაზე ხდება: ომები, ძალადობა, მკვლელობა, მტრობა, უსამართლობა და სხვა. მაგრამ ასე არ იქნება ყოველთვის. ბოლო სიტყვას აუცილებლად ყოველივეს შემქმნელი იტყვის. იესომ აღგვითქვა, რომ დაბრუნდება დედამიწაზე, რათა აღადგინოს სამართლიანობა და თითოეულს მიაგოს მისი საქმეებისამებრ. მეორედ იგი ბაგაში მწოლარე უმწეო ყრმის სახით კი აღარ მოვა, არამედ მოვა, როგორც მსაჯული მკვდართა და ცოცხალთა. დადგება დღე, როცა „ღმერთი განიკითხავს ადამიანთა დაფარულ ფიქრებს იესო ქრისტეს მიერ“ (რომაელთა წერილი 2:16). მზად ხარ, ძვირფასო მეგობარი, მასთან შესახვედრად? ბიბლია ამბობს, რომ ყველამ შესცოდა: „… არავინ არის მართალი“ (რომაელთა წერილი 3:10). თითოეულმა ჩვენგანმა ბევრ რამეზე უნდა ითხოვოს პატიება ღმერთისგან. თუ ჯერ არ შერიგებულხარ მასთან – ახლა გააკეთე ეს. სთხოვე ღმერთს გაპატიოს ცოდვები და შემოვიდეს შენს ცხოვრებაში. დაიწყე დამდეგი წელი განახლებული გულით და დარწმუნებით, რომ ქრისტესთან ერთად საუკუნოდ იცოცხლებ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.