ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს

ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.

იოანეს სახარება 6:47

ქრისტეს ბევრ თანამედროვეს უჭირდა ერწმუნა მისი ღვთაებრივი ბუნება. ბევრს არ კმაროდა რწმენა, თუმცა ისინი არაერთხელ გახდნენ მოწმენი, იესო მიერ აღსრულებული სასწაულებისა და განკურნებებისა. „განა იოსების ძე არ არის ის,“ — ამბობდნენ ისინი. ჩვენს დღეებში მრავალი ადამიანი მზად არის აღიაროს რომ იესო ქრისტე წარსულის დიდი მოძღვარი, სასწაულმოქმედი და წინასწარმეტყველია, თუმცა ეს არ არის საკმარისი. იესო ამბობდა, რომ იგი და მისი ზეციერი მამა — ერთნი იყვნენ. და მან, ვინც იხილა იგი, იხილა თავად მამა ღმერთი. მხოლოდ ქრისტეს უფლად და პირად მხსნელად აღიარებით შეძლებს ადამიანი მიიღოს დარწმუნება საკუთარ ხსნაში და საუკუნო სიცოცხლეში, რომელსაც ის სამოთხეში გაატარებს. „არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). ჭეშმარიტება იმაშია, რომ იესო ღმერთისაკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *