ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა

ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა

. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.

იოანეს სახარება 8:34

დიდი ხანია გადაიარა მონათმფლობელობის დრომ, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება შეძრწუნებით იხსენებს. ნიშნავს ეს თუ არა იმას, რომ ახლა თითოეული ადამიანი ნამდვილად თავისუფალია ყოველგვარი ფიზიკური, მორალური თუ სულიერი ჩაგვრისაგან? სამწუხაროდ არა. ისევე როგორც ადრე, არსებობს ის, რაც ართმევს ადამიანს ნამდვილ თავისუფლებას. ეს ცოდვაა. საუბარი არა მხოლოდ ისეთ სერიოზულ დამოკიდებულებებზეა, როგორებიცაა ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკები და სხვა ამისი მსგავსი. მთავარი პრობლემა ღმერთის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებისა, დაბადებიდანვე ჩვენს გულში ჩაბუდებული ცოდვის არსებობაა. და პირველი პირობა, ყოველგვარი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებისა — ეს თავად არსებული პრობლემის აღქმა და მიღებაა. ჭეშმარიტება იმაშია, რომ დედამიწაზე მცხოვრებმა ყველა ადამიანმა აუცილებლად უნდა აღიაროს ცოდვის პრობლემა საკუთარ ცხოვრებაში, სთხოვოს ღმერთს ცოდვების პატიება და ეცადოს იცხოვროს მისი მცნებების მიხედვით. მხოლოდ ასე შევიძენთ ჩვენ ნამდვილ თავისუფლებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *