თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ მიწაში ჩავარდნილი ხორბლის მარცვალი არ მოკვდა, მარტო დარჩება; და თუ მოკვდა, ბევრ ნაყოფს გამოიღებს.

იოანეს სახარება 12:24

ებრაულ კულტურაში მარცვალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და განასახიერებდა სიცოცხლეს. სწორედ ამ მეტაფორას იყენებს იესო, როდესაც თავის მომავალ ტანჯვაზე, სიკვდილსა და აღდგომაზე ლაპარაკობდა. მარცვლის სიკვდილი აუცილებელი პირობაა ახალი, უფრო მრავალფეროვანი და მდიდარი სიცოცხლისათვის.

შეუძლებელია მარცვლის შენახვა და ამავე დროს მისგან მოსავლის მიღება. აუცილებელია მსხვერპლად გავიღოთ კარგი, რათა მივიღოთ უკეთესი.

ღმერთის ძის სიკვდილი აუცილებელია მთელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად. მისი სიკვდილის ნაყოფი მრავალი, რწმენაში მოსული და  მისი მიმდევარი, ადამიანია. ჭეშმარიტება იმაშია, რომ არ უნდა გვაშინებდეს მოვკვდეთ ცოდვისათვის, როდესაც მივიღებთ იესოს ჩვენს გულში: ჩვენ ხომ კვლავ აღვდგებით ახალი, აზრით სავსე ცხოვრებისათვის უკვე აქ, დედამიწაზე და შემდეგ მარადისობაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *