ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენ იტირებთ და ივალალებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს; თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა.

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თქვენ იტირებთ და ივალალებთ, ქვეყნიერება კი გაიხარებს; თქვენ მწუხარენი იქნებით, მაგრამ თქვენი მწუხარება სიხარულად გადაიქცევა.

იოანეს სახარება 16:20

ალბათ, იმ მომენტში ბევრმა ვერ გაიგო იესოს ამ სიტყვების მნიშვნელობა. შეიძლება მოხდეს, რომ მწუხარება სიხარულად იქცეს? იერუსალიმი პალმის  რტოებით და სიხარულის შეძახილებით ხვდებოდა მესიას, იმ იმედით, რომ დადგა დედამიწაზე ღმერთის ძალის გამოვლინების ნანინატრი დრო. არა ნაკლებ გახარებულები იყვნენ მოციქულებიც, რადგან წარმოიდგინეს  მომავალი  კარიერა თავისი მოძღვრის მფარველობით. ამის ნაცვლად იესოს ელოდა ტანჯვა, ტკივილი, დამცირება და სიკვდილი გოლგოთის ჯვარზე. უდავოა, ყოველივე ამან უზომო მწუხარებით აავსო მისი მეგობრებისა და ახლობლების გული. მაგრამ როგორი სიხარული მოიტანა ანგელოზების მიერ ნაუწყებმა სიტყვებმა: „არ არის აქ, არამედ აღდგა“!

ასევეა ჩვენთანაც, ხშირად  ვერ ვიგებთ, თუ რატომ დგება ჩვენს ცხოვრებაში ძნელბედობა.

ჭეშმარიტება ის არის, რომ მწუხარება არ არის მუდმივი, რადგან „ვიცით, რომ ღმერთის მოყვარულებისთვის, მისი განწესებით მოწოდებულებისთვის, ყველაფერი სასიკეთოდ მოქმედებს.“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *