ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღმერთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში.

ლუკას სახარება 18:17

ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ მათ უჭირთ ღვთის სიტყვის დაჯერება, და თავს იმართლებენ იმით, რომ სწამთ რომელიღაც აბსტრაქტული სამყაროული გონი. შესაძლებელია, რომ უარყოფითი ცხოვრებისეული გამოცდილება გვაიძულებს ყველაფერს გარკვეული შიშით და სიფრთხილით მივუდგეთ.

იესოს  მაგალითად მოჰყავს ბავშვური ნდობა, როგორც ეტალონი შემოქმედის ურთიერთობისა თავის ქმნილებასთან. ბავშვის მხრიდან მშობლების მიმართ გამოჩენილი გულღიაობა და ნდობა ეხმარება მას შეიცნოს რაღაც ახალი, გადაიღოს მშობლების გამოცდილება და სიბრძნე. ბავშვები სიამოვნებით უსმენდნენ ქრისტეს, ითვისებდნენ იგავებისა და შეგონებების აზრს. ისინი იღებდნენ მის სიტყვას, და არ ატარებდნენ მას თავისი პირადი ინტერესების, ამბიციებისა და გამორჩენის პრიზმაში, როგორც ამას ხშირად აკეთებენ უფროსები. ჭეშმარიტება იმაშია, რომ ადამიანებს აუცილებლად სჭირდებათ მიენდონ ღმერთსა და მის სიტყვას, როგორც ბავშვები: სწორედ ეს არის ცათა სასუფევლის საშვი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.