„. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ“.

„. . . ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმერთის ანგელოზებს, კაცის ძეზე აღმავალთ და გარდამომავალთ“.

იოანეს სახარება 1:51 იესოს ერთ-ერთი მოწაფე ნათანაელი ძალიან გაოცდა, როცა იესომ  სიტყვასიტყვით  გადასცა ლეღვის ხის ქვეშ შემდგარი საუბრის შინაარსი, რომლის დროსაც თავად იგი იქ არ იყო (იოანეს სახარება 1:45-51). მაგრამ კიდევ უფრო გააოცა იგი ქრისტეს უნარმა ჩასწვდომოდა ადამიანთა აზრებს, გაეგო მათი სურვილები და შინაგანი სამყარო. იესოს სიტყვებში მინიშნებაც კი არ იყო ნათანაელის აზრების გაკიცხვისა და განსჯისა. პირიქით, მან შეაქო იგი გამოჩენილი პატიოსნებისათვის. ვის შეუძლია ამისი გაკეთება ღმერთზე უკეთ? შესაძლოა, იესომ გაიხსენა იაკობის ისტორია, რომელმაც ნახა სიზმრად კიბე, რომლის წვერიც ცას სწვდებოდა (დაბადება 28:12-13). როგორც არ უნდა ყოფილიყო, აქ იესომ აჩვენა, რომ მას არა მხოლოდ ადამიანის შინაგან სამყაროში შეეძლო შეღწევა, არამედ შეეძლო გამხდარიყო გზა ანუ კიბე, რომელიც ცათა სასუფევლში ადის. იყავით ღია ქრისტესთვის, მის მიმართ თქვენი დამოკიდებულების მიუხედავად  და ის აუცილებლად გაჩვენებთ თქვენ იმ გზას, რომელზეც საჭიროა რომ დადგეთ. ჭეშმარიტება იმაშია, რომ მხოლოდ იესო ქრისტეა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *