ჯიმ ირვინი – კოსმონავტი-მქადაგებელი

ჯიმ ირვინი – კოსმონავტი-მქადაგებელი

უწინ ადამიანები თვლიდნენ, რომ მზე ტრიალებდა დედამიწის გარშემო, რომ დედამიწა ბრტყელია და ძევს სპილოებზე, ვეშაპებზე ან გიგანტურ კუებზე. მაგრამ ადამიანების აზრები იცვლება და თეორიებიც ერთმანეთს ცვლიან. ბიბლიას კი არ სჭირდება შესწორებები. ეს წიგნი თითქმის 1600 წლის მანძილზე იწერებოდა 40 ავტორის მიერ და მასში არ არის წინააღმდეგობები და შეცდომები. ამ სასწაულს ერთადერთი ახსნა აქვს: ბიბლიის ავტორი – ღმერთია. ბიბლიაში წერია, რომ ჰაერს წონა გააჩნია; ეს დაიწერა 2500 წლით ადრე, სანამ ამას მეცნიერება აღმოაჩენდა! ამერიკელმა კოსმონავტმა, ჯიმ ირვინმა, როცა კოსმოსიდან უყურებდა დედამიწას გაიხსენა ბიბლიის გამონათქვამი: „ღმერთმა არაფერზე მოათავსა დედამიწა.“ მოგვიანებით მან თქვა: „შეუძლებელია უკეთესად თქვა ეს!“ ეს ბიბლიური გამონათქვამი კი 3500 წლისაა!

ჯიმ ირვინი, რომელიც მე დავიმოწმე, 1930 წელს დაიბადა. პირველი სამეცნიერო ხარისხი 1951 წელს მიიღო, 1957 წელს კი მიიღო მაგისტრის ხარისხი ავიამშენებლობაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ჯიმი მფრინავი-გამომცდელი გახდა. თუმცა მისი ცხოვრების ოცნება კოსმონავტობა იყო. ეს ოცნება 1963 წელს აღსრულდა. 1971 წელს კი ჯიმ ირვინი გახდა მერვე ადამიანი, რომელმაც ფეხი დააბიჯა მთვარეს.

როცა „აპოლონ-15“ მთვარეს უახლოვდებოდა, ჯიმმა იცოდა, რომ მის წინ მნიშვნელოვანი ამოცანა იდგა; უნდა გადმოსულიყო მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ნავით. ჯიმი ნავის პასუხისმგებელი პილოტი გახლდათ. კოსმონავტების ამოცანას წარმოადგენდა იმ კრატერის გამოკვლევა, რომლის შორიახლოსაც მოხდა დაშვება, სინჯების აღება და მთვარემავალით მთვარის ზედაპირის დათვალიერება. პროგრამის ეს ნაწილი, ყველაზე სახიფათო იყო. მთვარემავალი მწყობრიდან რომ გამოსულიყო, როგორ შესძლებდნენ კოსმონავტები კოსმოსურ ნავში დაბრუნებას?

თუმცა ისინი, უკვე დედამიწას უახლოვდებიან. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. კოსმონავტები უყურებენ დედამიწას, რომელიც თითქმის ნახევარ ცას იკავებს და სუნთქვა ეკვრით ამ დიდებული სანახაობით. ალფრედ უორდენმა, ერთ-ერთმა კოსმონავტმა, რომელიც ჯიმისთან ერთად იყო მთვარეზე, თქვა ინტერვიუში: „არცერთი ჩვენგანი არ დაბრუნებულა დედამიწაზე ისეთი, როგორიც იყო.“ ეს განსაკუთრებით შეეხებოდა ჯიმს, რომელმაც თქვა, რომ თითქმის ფიზიკურად გრძნობდა ღმერთის სიახლოვეს, როცა ხედავდა კოსმოსის დიდებულებას, როცა უყურებდა დედამიწას კოსმოსიდან და დადიოდა მთვარეზე… მისთვის მთვარეზე გაფრენა ღრმა სულიერი განცდა გამოდგა. ის ნამდვილი მორწმუნე გახდა.

ამ გაფრენის შემდეგ, ჯიმ ირვინი გადადგა და გახდა მქადაგებელი. ჩამოაყალიბა ქრისტიანული ორგანიზაცია „მაღალი ფრენა“ და დაიწყო წიგნების წერა ქრისტეზე, ღმერთზე, კოსმოსზე.

მას კიდევ ერთი ოცნება ჰქონდა: ძალიან სურდა ნოეს კიდობნის პოვნა. ამის გამო, მან რამდენჯერმე იმოგზაურა არარატის მთაზე. ბევრი განსხვავებული ინფორმაცია მოაგროვა ნოეს კიდობანზე, თუმცა ამ ოცნების განხორციელება ვერ შესძლო: 1991 წლის 8 აგვისტოს, ჯიმ ირვინი გარდაიცვალა ინფარქტით, 61 წლის ასაკში.

ჯიმ ირვინი 1930-1991 წელი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *