ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.

ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშისცემულ იქნებიან.

მათეს სახარება 5:4

იმისი მტკიცება, რომ ცრემლები და გლოვა, რაც ჩვეულებისამებრ ადამიანის ტანჯვის თანმდევია, შეიძლება მარადიული სიხარულის მიზეზი იყოს, საკმაოდ უცნაურია. მაგრამ ქრისტიანობა არ არის მაზოხიზტური რელიგია, როგორც ცდილობენ მის წარმოდგენას ათეისტები. უფრო პირიქით არის.

სულ სხვაა, როდესაც ჩვენ, გადავლახავთ რა გარკვეულ სიძნელეებს ცხოვრებაში, შეგვიძლია უკეთესები გავხდეთ. მაგალითად, ვხედავთ რა მოყვასის ტკივილს, ჩვენ ვსწავლობთ არ ვიყოთ გულგრილები სხვისი უბედურების მიმართ, არამედ ვუთანაგრძნოთ მას. ეს ჩვენს გულს უფრო მგრძნობიარეს ხდის, თანალმობის შემძლეს.

„მგლოვიარენი“ მოცემულ კონტექსტში – ის ადამიანები არიან, რომლებიც განიცდიან და ნანობენ თავიანთ ცოდვებს, გულწრფელად ინანიებენ ღმერთის წინაშე. მართლაც, არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომლის მიტევებაც უფალს არ შეუძლია, თუ  თქვენი გული ნამდვილად სავსეა სინანულით. ასეთი ადამიანების სიხარული თვალსაჩინო იქნება. ყველა, ვინც იღებს ღვთიურ მიტევებას, ნეტარია, ღმერთის სიყვარულის შემეცნების გამო.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.