მირიამის დასჯა

მირიამის დასჯა

მირიამი უკამაყოფილო იყო. მას უსამართლოდ ეჩვენებოდა, რომ მისი ძმა მოსე, ყველაზე მთავარი იყო ხალხში. ისიც ხომ იყო წინასწარმეტყველი და წინამძღოლობდა ისრაელიან ქალებს უფლის განდიდებაში (გამ. 15:20). გარდა ამისა, მან სიცოცხლე შეუნარჩუნა თავის ძმას, როდესაც ის ყრმა იყო და ეგვიპტის ფარაონის ბრძანებით კლავდნენ ყველა ისრაელიან ახალშობილ ბიჭს. შესაძლოა მირიამი ფიქრობდა: “ჩემს გარეშე, ალბათ მოსე ცოცხალი აღარც იქნებოდაო.” მოსეს დას სურდა რომ მისთვისაც ისეთივე პატივი მიეგოთ, როგორ პატივსაც მიაგებდნენ მის ძმას.

და მან, მოიფიქრა რა გეგმა, წავიდა თავის მეორე ძმასთან, აარონთან და დაარწმუნა მხარი დაეჭირა მისთვის. ისინი მივიდნენ მოსესთან და უთხრეს: “ცუდია, რომ შენი ცოლი – უცხოელია, ეთიოპელია.” მისი ცოლის დამცირებით, მირიამმა და აარონმა დაამცირეს მოსეც. გარდა ამისა, მათ თქვეს: “განა მარტო მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა არ გველაპარაკებოდა იგი, ჩვენც?” ამან წარმოაჩინა მათი სურვილი ისეთივე გავლენიანები ყოფილიყვნენ, როგორიც იყო მათი ძმა, მოსე.

მიუხედავად იმისა, რომ ძმისა და დის ასეთმა სიტყვებმა გული ატკინა მოსეს, მას არაფერი უთქვამს, იმიტომ, რომ უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე. მაგრამ ღმერთმაც მოისმინა რა უთხრეს მირიამმა და აარონმა მის ერთგულ მსახურს, მოსეს. იგი განრისხდა მათზე და უბრძანა სამივენი მისულიყვნენ საკრებულო კარავთან. ეს ის ადგილი იყო, სადაც უფალი ელაპარაკებოდა იმ დროს ზოგიერთ ადამიანებს. და თქვა უფალმა: “რატომ საყვედურობთ მოსეს? ის მხოლოდ წინასწარმეტყველი კი არ არის, რომელსაც სიზმრად ველაპარაკები და რომელსაც ხილვაში ვეცხადები. მასთან მე პირისპირ ვლაპარაკობ. ის ჩემი რჩეული მსახური და ისრაელის წინამძღოლია.”

დასჯის ნიშნად მირიამი კეთრმა დაფარა, ასე რომ მას მოუწია ბანაკის გარეთ ეცხოვრა. აარონი მწარედ ნანობდა თავის საქციელს და აღონებდა ასევე მირიამის თავს დამტყდარი სასჯელი. მან სთხოვა მოსეს, რომ ელოცა ღვთის წინაშე მირიამისთვის. მოსეს სრული საფუძველი ჰქონდა ეფიქრა: “ახია მაგაზე.” თუმცა ის ასე არ ფიქრობდა. მოსემ შეჰღაღადა უფალს: “ღმერთო, განკურნე იგი!”

უფალმა ეს სიტყვები მოისმინა. მას არ მოეწონა მირიამის დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვები, მოსეს მორჩილი თხოვნა კი მოეწონა.  და ღმერთმა უპასუხა მის ლოცვას. შვიდი დღის შემდეგ მირიამი განიკურნა და შეეძლო დაბრუნებულიყო ბანაკში. მთელი ხალხი ელოდა მას; მის გარეშე ისინი გზას ვერ აგრძელებდნენ. ყველამ დაინახა, რომ ღმერთს არ მოსწონს, როდესაც სხვაზე ცუდს ლაპარაკობენ და განსჯიან მას.

ვოლფგანგ ვეტცლერი

ჟურნალი „ბილიკი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.