მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

მაშ, იყავით სრულყოფილნი, როგორც თქვენი ზეციერი მამაა სრულყოფილი.

მათეს სახარება 5:48

ზოგიერთი მსოფლიო რელიგიის სწავლების მიხედვით, ადამიანს შეუძლია მიაღწიოს ღვთაებრივ მდგომარეობას და გაუთანაბრდეს ღმერთს, თუ მიეცემა მედიტაციას და შეეცდება შინაგანად სრულყოს საკუთარი თავი. ამგვარი აზრიც კი თავისთავად მკრეხელურია. როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ შემოქმედის სიწმიდეს და სისრულეს. მაშ რას გულისხმობდა იესო, როდესაც გვითხრა ზემოთ მოყვანილი სიტყვები?

იესომ ჩამოთვალა ბევრი თვისებები, რომელთა წყალობითაც ადამიანი შეძლებს ნამდვილად ბედნიერი გახდეს. მაგრამ საკითხავია, შევძლებთ ამ თვისებების შეძენას, მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით? ბიბლიას ხშირად მოჰყავს ვაზისა და ლერწების მაგალითი. ლერწები ვაზის წვენით  იკვებებიან. როდესაც ჩვენ მუდმივ ერთობაში ვიმყოფებით ღმერთთან ლოცვითა და მისი სიტყვის კითხვის საშუალებით, სწორედ ამ დროს ვიკვებებით ღვთაებრივი ძალით, რომელიც გვეხმარება კიდეც გარდავიქმნათ და გავხდეთ ჩვენი შემოქმედის მსგავსები. „მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს. . . “ (იოანეს სახარება 15:5).

დაე ღმერთმა გვაკურთხოს ჩვენ ამ გზაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.