„და უთხარით ასე: ‘მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს სარჩო-საბადებელს’.“

„და უთხარით ასე: ‘მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს სახლს, მშვიდობა მთელს შენს სარჩო-საბადებელს’.“

1 მეფეთა 25:6

მშვიდობის სურვილი – ტრადიციაა, რომელიც ძველთაგანვე ახასიათებდა აღმოსავლეთის ხალხებს. კარგი და სწორია მშვიდობის სურვილი მოყვასისადმი. მაგრამ რა ვქნათ მაშინ, როდესაც ადამიანი უარყოფს მისთვის შეთავაზებულ მშვიდობას? მეფე დავითის ცხოვრებაში იყო ადამიანი, რომელმაც უარყო მისთვის გაწვდილი მეგობრობის ხელი. ამ ადამიანის სახელი იყო ნაბალი. ამ ადამიანისაგან გამოთქმულმა  შეურაცხყოფამ და დამცირებამ განარისხა დავითი და ის აპირებდა მისთვის სამაგიეროს მიზღვას, მაგრამ ნაბალის ცოლის სიბრძნემ დააოკა მისი მრისხანება.

შესაძლოა ჩვენს ცხოვრებაში არსებობს „ჩვენი ნაბალი“ – ადამიანი, რომელსაც არ სურს შერიგება და ძველი წყენის დავიწყება. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? ბიბლია გვასწავლის, რომ სამართალი ღმერთს გადავცეთ. „შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელნო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას“ (რომაელთა 12:19). შემდეგში  ღმერთმა თავად დასაჯა ნაბალი თავისი საქციელის გამო. დაე მოგვცეს უფალმა იმისი ძალა და სიბრძნე, რომ მშვიდობა ვუსურვოთ იმ ადამიანებსაც, ვინც უარყოფს ამ მშვიდობას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.