თქვენ კი ასე ილოცეთ… მათეს სახარება 6:9

თქვენ კი ასე ილოცეთ… მათეს სახარება 6:9

თავისი მიწიური მსახურების სამი წლის მანძილზე ქრისტემ ბევრი რამ ასწავლა თავის მოწაფეებს, მათ შორის ისიც, თუ როგორ უნდა ელოცათ. რატომ იყო ეს ასე საჭირო? მიუხედავად იმისა, რომ იმ დროის იუდეველებს ბევრი ლოცვითი ტექსტები ჰქონდათ ცხოვრების ყველა საკითხთან და შემთხვევასთან დაკავშირებით, ლოცვა სულ უფრო და უფრო ფორმალურ ხასიათს იძენდა. გამომუშავებულ იქნა მითითებები იმის შესახებ, როდის, სად და რა შემთხვევისათვის უნდა შეგესრულებინა ესა თუ ის ლოცვა. ყველა ღვთისმოსავმა ებრაელმა მტკიცედ იცოდა ლოცვის დადგენილი საათები: 9, 12 და 15. ამ დროისათვის ადამიანი სადაც არ უნდა ყოფილიყო, მას უნდა შეესრულებინა ლოცვა, და ხშირად ამას მხოლოდ ჩვეულებრივი ფორმალობის ხასიათი ჰქონდა.

იესომ მოწაფეებს გულიდან ამომავალი ლოცვის ნიმუში მისცა, რომელიც არ იყო დაკავშირებული დროსთან და ადგილთან; ისეთი ლოცვისა, რომელიც მოიცავდა განდიდებას, ქებას და თხოვნებს. ყოველთვის კარგია გვახსოვდეს, რომ ღმერთი აფასებს არაფორმალურ, ცოცხალ და გულწრფელ ურთიერთობას მასთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.