მამაო ჩვენო… ლუკას სახარება 11:2

მამაო ჩვენო… ლუკას სახარება 11:2

სამწუხაროდ, ბევრი თანამედროვე მამები და დედები თავისი ქცევით ამახინჯებენ ღმერთის, როგორც თავისი შვილის მიმართ მოსიყვარულე, მზრუნველი და ყურადღებიანი მამის სახეს. ამ მიზეზის გამო აუცილებელია ვისწავლოთ ღმერთის სწორი დანახვა, ის არ უნდა აღვიქვათ ჩვენი პირადი წარმოდგენებისა და ნეგატიური ცხოვრებისეული გამოცდილების კუთხით. ღმერთისაკენ მიქცეულ იმ ადამიანსაც კი, რომელსაც აკლია მშობლების სიყვარული, შეუძლია ირწმუნოს და შეიძინოს ღმერთის ნამდვილი, მამობრივი სიყვარული.

უწოდო ღმერთს მამა, ნიშნავს აღიარო და მიიღო მშობლიური სულიერი კავშირი და ის, რომ მას ეკუთვნი. ღმერთი ჩვენ ისევე გველის, როგორც მამა ელოდა შეცდომილ ძეს, რომელიც უსასოო მდგომარეობაში ჩავარდა და გაიხსენა თავისი მშობელი, მიხვდა რა ძალიან სჭირდება იგი. ისევე როგორც პატარა ენდობა მამას, ასევე უნდა მივანდოთ ღმერთს ჩვენი სიცოცხლე, აზრები და სურვილები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.