ხარება
ხარება
ლუკას სახარება 1:26-38
26 მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი,
27 ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი.
28 და შევიდა მასთან და უთხრა: “გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.”
29 ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება?
30 და უთხრა მას ანგელოზმა: “ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.
31 აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ.
32 დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს.
33 და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.”
34 უთხრა მარიამმა ანგელოზს: “როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?”
35 მიუგო ანგელოზმა და უთხრა: “სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ.
36 აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე.
37 ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.”
38 თქვა მარიამმა: “აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.” და განეშორა მას ანგელოზი.