რომელი ხარ ცათა შინა! ლუკას სახარება 11:2
რომელი ხარ ცათა შინა! ლუკას სახარება 11:2
იმისდა მიუხედავად, რომ ღმერთი საკუთარ თავს ჩვენს მამას უწოდებს, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ სხვა მისი თვისებები. ღმერთი უზრუნველი მშობელი არ არის, რომელიც შემწყნარედ ხუჭავს თვალს ადამიანთა ცოდვებზე, ნაკლოვანებებზე და შეცდომებზე. შეუძლებელია მისით მანიპულირება და საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ უფლება მის მიმართ შეუფერებელი დამოკიდებულება გვქონდეს. ჩვენ მოწიწება, პატივისცემა და თაყვანისცემა უნდა გამოვიჩინოთ მისადმი. უპირველეს ყოვლისა ღმერთი – მთელი სამყაროს შემოქმედია, საუკუნო და სამართლიანი მსაჯულია, რომელსაც ერთდროულად ახასიათებს სიყვარულიც და სიწმიდეც. ზეცაში მცხოვრები ღმერთი ერთხელაც საუკუნო სამყოფელში მიიღებს თავის შვილებს – მათ, რომლებსაც დედამიწაზე ცხოვრების დროს მასთან კავშირი ჰქონდათ და ასრულებდნენ მის წმიდა ნებას. დედამიწაზე ჩვენი ცხოვრება მხოლოდ მოკლე მონაკვეთია დროში, მარადისობისაკენ მიმავალ გზაზე. სწორედ აქ და ახლა განისაზღვრება ჩვენი მომავალი, რადგან ყველაფერი, რასაც აქ რწმენით ვიღებთ, ერთხელაც სინამდვილე გახდება.