მოვიდეს სუფევა შენი… ლუკას სახარება 11:2
მოვიდეს სუფევა შენი… ლუკას სახარება 11:2
ღმერთის სუფევის ადგილს (სასუფეველს) ვუწოდებთ იმ ადგილს, სადაც იმყოფება წმიდა უფალი და სადაც მიდის მართალი სული თავისი მიწიური არსებობის დასრულების შემდეგ. თუმცა ბიბლიური ტექსტები ღმეთის სასუფეველს ასევე უწოდებენ ღმერთის ყოფნას იმ ადამიანის გულში, რომელმაც მიიღო იესო ქრისტე და რომლის ცხოვრებაც შეიცვალა. ერთ-ერთ საუბარში ფარისევლებთან – იმ დროის ებრაელ რელიგიურ მოძღვრებთან – ქრისტე ამბობს, რომ ღმერთის სასუფეველი ადამიანის შიგნით არის და არა სადღაც სივრცეში (ლუკას სახარება 17:20-21). ღმერთის სასუფევლის მოსვლა, ანუ დადგომა – არის შინაგანი ხასიათის მოვლენა.
სიტყვები „მოვიდეს სუფევა შენი“ არ უნდა გავიგოთ, როგორც თხოვნა ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოების შესახებ. ამ სიტყვებით ჩვენ გამოვხატავთ შინაგანი ცვლილებების სურვილს, როცა აღვიქვამთ საკუთარ ნაკლოვანებებს.