პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. მათეს სახარება 6:11
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს. მათეს სახარება 6:11
ლოცვას „მამაო ჩვენო“ ასევე უწოდებენ დამოკიდებულების ლოცვას. ძველ მსოფლიოში ცნებას „პური არსობისა“ ჰქონდა მკაფიო განსაზღვრება. ხშირად ადამიანებს მთელი დღე მძიმე შრომა უწევდათ მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი თავი და ოჯახი იმ დღით გამოეკვებათ. დღეს ბევრ ჩვენგანს ერთი პურის ლუკმაზე გაცილებით მეტი აქვს. თუმცა საჭიროა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოკიდებულება უფალზე ისევე აქტუალურია. მიამიტური იქნება ვიფიქროთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. არსებობს ისეთი რამეები, რომლებზეც ჩვენ არ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ, მაგალითად, ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ახლობლების სიცოცხლე, მოვლენები ქვეყანაში. გვინდა თუ არა, ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ღმერთზე. და როდესაც შემოქმედს ვთხოვთ გამოგვიგზავნოს აუცილებელი დღევანდელ დღეს, ამით ვაღიარებთ ჩვენს დამოკიდებულებას მასზე და ქედს ვიდრეკთ მის წინაშე.