და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი (ცოდვნი) ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. მათეს სახარება 6:12

და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი (ცოდვნი) ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა ჩვენთა. მათეს სახარება 6:12

ეს, ალბათ ყველაზე რთულად წარმოსათქმელი ფრაზაა მთელს ლოცვაში. რადგან, სანამ წარმოვთქვამთ ამ სიტყვებს, აუცილებელია თავი ცოდვილებად და მოვალეებად აღვიქვათ ღმერთის წინაშე. არასწორია ვიფიქროთ, რომ ცოდვილები – მხოლოდ მკვლელები, ქურდები ან ლოთები არიან. ბერძნული სიტყვა „ცოდვა“ (ἁμαρτία) აღნიშნავს მიზანში ვერ მორტყმას, აცდენას. ამიტომაც ცოდვა – ადამიანების უუნარობაა იყვნენ ისინი, რანიც უნდა იყვნენ ღვთიური ჩანაფიქრის მიხედვით. ბიბლიაში დაწერილია: „ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას“ (რომაელთა მიმართ წერილი 3:23).

სიტყვა „ვალი“ უპირატესად ფინანსურ სფეროში გამოიყენება. ვალების პატიება ნიშნავს მოვალის გათავისუფლებას, როდესაც ჩვენ ჩვენს მოვალეს ვათავისუფლებთ სამართლიანი სასამართლოსგან და ვალის დაბრუნების მოვალეობისგან. ამავეს ვითხოვთ ჩვენ ღმერთისგან საკუთარ თავთან დაკავშირებით. მოწყალება და მიტევება, რომელიც ჩვენ გვინდა მივიღოთ, განუყოფელია იმ მიტევებისგან, რომლის გამოსაჩენადაც ვართ მზად სხვა ადამიანების მიმართ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.