„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა.“ გამოსვლა 20:2-3

„მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. ნუ იყოლიებ სხვა ღმერთებს ჩემს გარდა.“ გამოსვლა 20:2-3

მონოთეიზმი პოლითეიზმისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთი ღმერთის არსებობას აღიარებს, ღმერთის, რომელმაც შექმნა მთელი მატერიალური სამყარო. მხოლოდ ის ფლობს სრულ ხელმწიფებას და გავლენას ახდენს ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი თავის მცნებებს მთელ ხალხს გადასცემს, ის პირადი მიმართვით იწყებს: მე ვარ უფალი, შენი ღმერთი.“ შენი, და არა თქვენი ან მათი… მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ უფალი თავის მცნებებს თითოეულ ადამიანს პირადად აძლევს. მათი დარღვევისთვის პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვისაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე.

ყველა ადამიანს სჭირდება ღმერთი. გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ყველა ჩვენგანი რაიმეს ვცემთ თაყვანს. თუ ძველ დროში ისრაელიანი ხალხისთვის მათ გვერდით მცხოვრები წარმართი ხალხების ღვთაებების თაყვანისცემის საფრთხე არსებობდა, ჩვენს დროში ეს საფრთხე გაცილებით ღრმა და შეუმჩნეველია. თითოეული ადამიანის გულში არსებობს ე. წ. თაყვანისცემის ცენტრი ანუ „ტახტი.“ ამ „ტახტზე“ მჯდარი ღმერთების რაოდენობა განისაზღვრება ჩვენი ვნებებით, ცხოვრებისეული პრიორიტეტებითა და სურვილებით. ადამიანი თავად ირჩევს თაყვანისცემის ობიექტს. ვინმესთვის ეს შეიძლება იყოს ფული, ძალაუფლება, მეორისთვის სექსი, ფუფუნება – ან ის, რაც ღმერთს მეორე ადგილზე აყენებს. ამიტომაცაა საჭირო, მუდამ შევამოწმოთ ჩვენი გული: არის ის ცოცხალი ღმერთის თაყვანისცემის ადგილი, თუ სხვა რამის?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.