ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო.
ნეტარნი ხართ თქვენ, როდესაც გგმობენ, გდევნიან და ყოველგვარ ბოროტს ამბობენ თქვენზე ჩემს გამო.
მათეს სახარება 5:11
არავის მოსწონს, როდესაც მას ხმებს უყრიან, მითუმეტეს თუ ეს ხმები უსაფუძვლოა. ძველი რომის იმპერატორ ნერონს, სურდა რა თავიდან აერიდებინა ეჭვები, რომში ცეცხლის გაჩენაში ქრისტიანები დაადანაშაულა. ამ ცილისწამების შედეგები საშინელი იყო. ქრისტიანებს დევნიდნენ, არენაზე გამოშვებულ, გავეშებულ ლომებს უყრიდნენ, აკრავდნენ ჯვარზე, მათი უფლის მსგავსად. ეს ყოველივე საზარელი უსამართლობა იყო. ის დრო წარსულს ჩაბარდა, თუმცა ჩვენს დღეებშიც ბევრ ქვეყანაში დევნიან ქრისტიანებს და ზოგიერთ მათგანს სიკვდილითაც სჯიან თავისი რწმენისთვის. ადამიანთა სულების მტერი, ეშმაკი, გამძვინვარებული ცდილობს მორალურად და ფიზიკურად ზიანი მიაყენოს მათ, ვინც ქრისტეს მიმდევარია. მათ წინააღმდეგ განაწყობს ბოროტ და ფანატიკოს ადამიანებს. შესაძლებელია, შენც, ძვირფასო მეგობარო, ხვდები რაიმე ამის მსგავსს. თუმცა ცილისწამებისა და ტანჯვის დროსაც კი, ჩვენ არ უნდა დავღონდეთ და არ უნდა ჩავვარდეთ უსასოობაში. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვდგევართ და მივიღებთ ჯილდოს ერთგულებისა და სიმტკიცისათვის.