ნეემიას დამოკიდებულება სიმშვიდის დღისადმი
ნეემიას დამოკიდებულება სიმშვიდის დღისადმი
ალბათ იცი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ისრაელიანები ტყვედ იქნენ წაყვანილნი შორეულ ბაბილონში. სამოცდაათწლიანი ტყვეობის შემდეგ, კიროსის მეფობის დროს, ხალხმა მიიღო თავისუფლება და დაბრუნდა სამშობლოში, იუდეაში (თუმცა ყველა არ დაბრუნებულა). იერუსალიმი, იუდეის დედაქალაქი ნანგრევებად იყო ქცეული. მრავალი წელი გავიდა. ღმერთმა აღძრა ერთი კაცის, რომელიც მაღალ თანამდებობას იკავებდა მეფე არტაქსერქსეს სამეფო კარზე და რომელსაც ნეემია ერქვა, გული, დაბრუნებულიყო სამშობლოში და აღედგინა ქალაქის კედლები. მეფემ ნეემიას ამ საქმისთვის ყველაფერი მისცა, რაც საჭირო იყო.
ამის შემდეგ გავიდა 12 წელი. ქალაქის კედლები აღდგენილ იქნა, ტაძარში სრულდებოდა ღვთისმსახურებები, თუმცა ხალხი არ იცავდა ღმერთისგან დადგენილ ყველაზე უბრალო კანონებსაც კი. მაგალითად, ღმერთმა დაადგინა ედღესასწაულათ შაბათი დღე – ისრაელიანებთან თავისი კავშირის ნიშნად. ერთხელაც ნეემიამ გაიარა იუდეაში და ნახა, რომ ადამიანები შაბათობით იღებდნენ მოსავალს, აყენებდნენ ღვინოს, ტვირთავდნენ თავიანთ ვირებს ყოველგვარი პროდუქტით და მიჰქონდათ იერუსალიმში. თავად იერუსალიმშიც, სიმშვიდის დღის ნაცვლად – ვაჭრობა და ამაოებაა სუფევდა. ნეემია ძალზე აღაშფოთა ღვთის მცნების მსგავსმა უგულებელყოფამ. მან უბრძანა ხალხს შაბათის დადგომისას, ანუ პარასკევ საღამოს, დაეკეტათ ქალაქის კარიბჭე. საბედნიეროდ, კედლები უკვე აღდგენილი იყო და ქალაქში შესვლა მხოლოდ დაცული კარიბჭის გავლით იყო შესაძლებელი.
ერთი-ორჯერ იერუსალიმში უცხოელი ვაჭრები მოვიდნენ შაბათ დღეს თავისი საქონლით, მაგრამ იძულებულნი გახდნენ ღამე ქალაქგარეთ გაეთენებინათ, შაბათის მომდევნო დღის დილამდე. კარიბჭესთანაც სიწყნარისა და სიმშვიდის ნაცლვად – იდგა ერთი გნიასი, ძაღლების ყეფა, ცხვრების ბღავილი, ცხენთა ჭიხვინი და გადამრეკთა გადაძახილები. დაემუქრა მათ ნეემია, რომ მკაცრად დასჯიდა ყველას თუ კიდევ ვინმე მოვიდოდა და დაარღვევდა შაბათის სიმშვიდეს. ნეემიამ აუკრძალა ხალხს ღამე გაეთენებინათ კარიბჭესთან, და ქალაქში დამყარდა წესრიგი.
ხოლო ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც ასევე არ იცავდნენ სიმშვიდის დღეს, უთხრა: “განა ჩვენი ღმერთის მცნებების დარღვევის გამო არ იქნენ ჩვენი მამები წაყვანილნი ტყვედ? და თქვენ კვლავ რატომ არღვევთ აღთქმის პირობებს, რომელიც ღმერთმა დადო მოსესთან და მთელ ჩვენს ხალხთან?”
ნეემიამ დაავალა ლევიანებს, რომლებიც ტაძარში მსახურობდნენ, ემორიგევათ კარიბჭესთან, რათა არავის დაერღვია უფლის შაბათი. ამგვარად ღმერთის ხალხმა კვლავ შეიძინა თავისი სახე და გამოირჩა წარმართებისგან. მათ დაიწყეს ღმერთის რჯულის კითხვა და შესწავლა.
ნეემია, რომელიც ისრაელიანების მთავარი იყო, ძალზე გულმოდგინედ იცავდა იმას, რომ არ დარღვეულიყო უფლის, მათი ღმერთის მცნებები. და ღმერთმაც ის განსაკუთრებულად აკურთხა. მისი წიგნი დღეს ბიბლიაში გვაქვს.
ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ აღადგინა ნეემიამ სიმშვიდის დღის აღნიშვნა ისრაელში, თქვენ იპოვით ნეემიას წიგნის 13-ე თავში.
ჟურნალი ბილიკი