„რაკი, რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით.“ რომაელთა 5:1
„რაკი, რწმენით გავმართლდით, მშვიდობა გვაქვს ღმერთთან ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით.“ რომაელთა 5:1
როგორი კარგიც არ უნდა იყოს ადამიანი, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა გააკეთოს, ეს ყოველივე ვერ უზრუნველჰყოფს მისთვის საუკუნო სიცოცხლეს უფალთან. ადამიანი შეიძლება გამართლდეს ღმერთის მიერ, მხოლოდ მაშინ, თუ ირწმუნებს იესო ქრისტეს, როგორც უფალსა და მხსნელს. ამ რწმენის წყალობით ჩვენ ვიღებთ მშვიდობას ღმერთთან და დარწმუნებას, რომ დახსნილები ვიქნებით სულიერი სიკვდილისა და ჯოჯოხეთისაგან. „სხვაში არავისშია ხსნა, და არ არის ცის ქვეშ ხალხისათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით“ (საქმეები 4:12). როგორი ჰუმანური და წყალობის მოყვარულიც არ უნდა ჩანდეს ესა თუ ის რელიგია, ხსნის მიღება მხოლოდ ღმერთის ძის შუამავლობით შეიძლება. მხოლოდ იესოა შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, მხოლოდ იესომ შეგვარიგა მასთან თავის მიერ გაღებული მსხვერპლის წყალობით გოლგოთის ჯვარზე.