„და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან“

„და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან“

მე ვარ, რომელიც ვარ
„და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.“ და თქვა: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – ‘მე ვარ’ მგზავნის-თქო თქვენთან“ (გამოსვლა 3:14).
რამდენიმე საუკუნე ისრაელი მონობაში ცხოვრობდა, შემდეგ ღმერთმა მიმართა მოსეს და უთხრა, სათავეში ჩასდგომოდა და გამოეყვანა ებრაელები ეგვიპტიდან. პასუხად მოსე სთხოვს ღმერთს თქვას თავისი სახელი: „. . .და [თუ] მკითხეს, რა არის მისი სახელიო, რა ვუთხრა მათ?“ (გამოსვლა 3:13).
ჩვენ ადამიანებს აუცილებლად გვჭირდება სახელები და გვარები, რათა გავარჩიოთ ერთმანეთი მრავალი სხვა ჩვენი მსგავსისგან. ღმერთი კი მხოლოდ ერთია, და არსებითად, არც საჭიროებს განსაკუთრებულ სახელს. „მე ის ვარ, ვინც არის,“ – პასუხობს ის მოსეს. მიუხედავად ამისა, იგი ათასწლეულების მანძილზე აცხადებს თავის სახელებს, და სიტუაციის, დროისა და ისრაელის საჭიროებათა გათვალისწინებით, საკუთარ თავს სხვადასხვა მახასიათებლებს ანიჭებს. ღმერთის თითოეული სახელი მისი ხასიათის ერთ-ერთ წახნაგს აირეკლავს: იაჰვე – არსებული, ადონაი – უფალი, ელოჰიმი – ღმერთი შემოქმედი და ა. შ. ღმერთის ერთ-ერთი სახელია – არსებული, ანუ მარადიული და უცვლელი. ის, ვინც გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.
უფალთან მჭიდრო ურთიერთობის ქონა – ჩვენთვის მისი სახელების განუწყვეტელ გახსნას ნიშნავს, მისი არსის იმ წახნაგის გახსნას, რომელიც განსაკუთრებით გვჭირდება დღეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.