„… მე ვარ ნათელი ქვეყნისა. ვინც მე გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას“ (იოანეს სახარება 8:12).

სინათლის მთავარი ამოცანა – სინამდვილის წარმოჩენაა, საგნების იმგვარი ჩვენება, როგორიც ისინი სინამდვილეშია. სინათლისაგან ვერაფერს დამალავ.
აინშტაინის თანახმად, ისეთი ცნება, როგორიცაა სიბნელე, არ არსებობს, არსებობს სინათლის არქონა. ღვთაებრივი სინათლის არქონა ადამიანში ბადებს სულიერ სიბნელეს, რაც ცოდვებსა და მანკიერებებში გამოიხატება. შედეგად მრავალი ადამიანის ცხოვრება სავსეა სიბნელითა და იმედგაცრუებით. იესო ქრისტე – სიცოცხლის ნათელი – მოვიდა, რათა შეცვალოს ეს სიტუაცია. ახლა ყოველმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, მივიდეს ნათელთან თუ დარჩეს ბნელში. როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა ბევრი ცოდვილი ისწრაფოდა მისკენ, უნდოდათ საკუთარი ცხოვრების შეცვლა. ამისათვის მათ უნდა გაეცნობიერებინათ, რომ საჭიროებენ ხსნას, ცოდვების მონანიებას და ქრისტეს მოწაფეობას. დღეს იესო კვლავაც უნათებს მათ, ვისაც სურს დატოვოს სიბნელე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.